31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.