საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია.
რეგისტრაცია პარლამენტის 84-მა წევრმა. გაიარა. ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 66-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტმა ასევე კენჭი უყარა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თავდაპირველ ვერსიას და 84 ხმით ოთხის წინააღმდეგ მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტმა კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. სალომე ზურაბიშვილმა მას მხოლოდ ერთი მუხლი დაამატა, რომლის მიხედვითაც, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.
პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, მესამე მოსმენით, 14 მაისს მიიღო.