საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ჩინეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ პასპორტებს, თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის შემთხვევაში.
ჩინეთში თითოეულ შესვლაზე ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო ყოფნის საერთო ვადა, არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180-დღიან პერიოდში.