ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით„ მუნიციპალური ფორუმი 2024 გაიმართა. მასში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 45-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
პანელურ შეხვედრაზე ახალგაზრდების შეკითხვებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს. ფორუმის დასკვნით ღონისძიებას წინ უძღოდა 4 დღიანი ტრენინგ სემინარები, სადაც მონაწილეებმა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტების წერა ისწავლეს. ახალგაზრდებმა შეიმუშავეს ერთობლივი პროექტები და ინიციატივები, რომელთა პრეზენტაციაც ფორუმზე გაიმართა
. გამარჯვებულ პროექტს ხმათა უმრავლესობით კომისია შეარჩევს და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი დააფინანსებს. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლება, გამოცდილების გაზიარება, კავშირების დამყარება და მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა.