დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სამოქალაქო აქტივისტები და ის ახალგაზრდები რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" მიღებას უკვე დიდი ხანია აპროტესტებენ,მარშს გამართავენ. მარში ფილარმონიიდან ვაკის პარკამდე გაიმართება.
მოქალაქეები ფილარმონიასთან 19:00 საათიდან შეიკრიბებიან. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ მსვლელობით სიმბოლურად გაიმეორებენ 1919 წელს, დამოუკიდებლობის პირველი წლის აღსანიშნავ მარშს.
ორგანიზატორები მონაწილეებს სთხოვენ, თან იქონიონ დროშები, ყვავილები და ტრადიციული სამოსის ელემენტები.