დილიდან ვრცელდება სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირების მილოცვის წერილები. გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი წერს, რომ გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია.
საქართველო, რომ ევროპის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი ევროპაშია, აღნიშნავს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი. საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა ლატვიის პრეზიდენტმაც. საქართველო როდესაც გზაჯვარედინზე დგას, მე ვადასტურებ ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი, რომელიც ხალხმა აირჩია. გადაწყვეტილების დროა“, – წერს ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელში.
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა მილოცვის ტექსტში, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეასრულონ თავიანთი ერის ნება და დაუბრუნდნენ ევროპული ინტეგრაციის კურსს, როგორც ეს კონსტიტუციაშია ჩაწერილი.საქართველოს ხანგრძლივ და მდიდარ ისტორიას გაუსვა ხაზი ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს დღე ქვეყნის თავისუფლების სულისკვეთებას გამოხატავს.
„გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს“ წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.