დაპირისპირება იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და პროტესტის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.
ირაკლი კობახიძემ თსუ-ს ტერიტორია სტუდენტების შეძახილების ფონზე დატოვა.
თსუ-ს მეორე კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრი ლექციას კითხულობს, დღეს დილიდან იყვნენ ახალგაზრდები შეკრებილები.