პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად ეკატერინე ღაზაძე წარუდგინა - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სებ-ის საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პროცესის გამჭვირვალობისათვის დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია შეიქმნა.
"კომისიამ 5 კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია, რომლებსაც ინდივიდუალურად შეხვდა და გაესაუბრა პრეზიდენტი.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა", - აღნიშნულია განცხადებაში.