მეწარმე ქალთა რიგით მე - lV ბიზნეს ფორუმი იმართება ბათუმში. ფორუმი რამდენიმე სესიად არის დაყოფილი, მონაწილეები ქალ მეწარმეთა წარმატების ისტორიების შესახებ ინფორმაციას ეცნობიან.
ამასთან, ბიზნესკონტაქტების დამყარების მიზნით იმართება პანელური დისკუსიები. მოგვიანებით ფორუმზე, დელეგატებს ფინანსური ინსტიტუტების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ბიზნესის ხელშეწყობის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გააცნობენ.
გათვალისიწნებულია ტრენინგებიც. დღის ბოლოს წარმატებულ ქალ მეწარმეთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება. მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ტარდება.