რუსეთის მიერ ქალაქ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა

23 მაისი 2024, 15:04 455 ნახვა

რუსეთის მიერ ქალაქ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.

მათივე ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულია 16 ადამიანი. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.

ამასთან, ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, ოკუპანტებმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და კომუნალური კომპანიის ერთ-ერთი განყოფილებას დაარტყეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი