ამერიკის აიოვის შტატის ქალაქ გრინფილდში ძლიერი ტორნადოს შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით ადამიანი, მიწასთან გასწორებულია ათობით შენობა-ნაგებობა. აიოვას გუბერნატორი, კიმ რეინოლდსი, დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.
ადგილობრივი ხელისუფლება უსახლკაროდ დარჩენილებს თავშესაფრით, საკვებით, წყლით უზრუნველყოფს. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ათასობით მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.