9 ადამიანი დაიღუპა მექსიკაში საარჩევნო ღონისძიებაზე

23 მაისი 2024, 08:59 436 ნახვა

ცხრა ადამიანი დაიღუპა მექსიკის ჩრდილოეთ ნუევო ლეონის შტატში, როცა წინასაარჩევნო მიტინგზე უეცრად ამოვარდნილმა ქარმა სცენის ნგრევა გამოიწვია.  დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. დაშავებულია 50 ადამიანი.   ათობით გადაყვანილია ადგილობრივ კლინიკებში. სამს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ქარმა გამოიწვია სცენის ნგრევა ღონისძიებაზე ქალაქ სან პედრო გარზა გარსიაში.

მომხდარის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის შეჩერება გადაწყვიტა.

2 ივნისს დაგეგმილ მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ალვარეს მაინესი გამოკითხვების თანახმად, მესამე ადგილზეა. ის ბევრად ჩამორჩება მმართველი პარტიის კანდიდატს კლაუდია შეიბაუმს და მეორე ადგილზე გასულ ხოჩიტლ გალვეზს, რომელიც წარმოადგენს ფართო ოპოზიციურ კოალიციას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი