სტუდენტების ერთობლივი განცხადება

22 მაისი 2024, 10:09 382 ნახვა

გაფიცული ბათუმელი სტუდენტები აუდიტორიებს დაუბრუნდნენ, თუმცა აცხადებენ, რომ არ ნებდებიან და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას სწორედ ამ ფორმატში გააგრძელებენ.  განცხადება ბათუმელი სტუდენტების მოძრაობა „მარტიანელებმა“ გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპული მომავლისკენ სწრაფვა და ბრძოლა ყოველდღიურობაში გადაინაცვლებს.

სტუდენტები განმარტავენ, რომ ამ კონკრეტულ მომენტში გაფიცვა ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ამ მოძრაობამ ყველას აჩვენა, რომ ძალა სტუდენტებსა და ახალგაზრდებშია. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა ბათუმში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ნაწილი, აქციებს მართავს ,ისინი პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს, უცხოური გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი