გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ის ყველა ქვეყანას კოსმოსში სამუდამოდ ნებისმიერი იარაღის განთავსებას და გამოყენებას უკრძალავდა.
საბჭოს 15 წევრიდან რეზოლუციას 7-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის ჩინეთმა და ალჟირმა. რეზოლუციის მისაღებად 9 ხმა იყო აუცილებელი.
აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა წინააღმდეგ მისცეს ხმა. შვეიცარიამ - თავი შეიკავა. ვაშინგტონი მოსკოვს კოსმოსში განსათავსებლად ანტისატელიტური ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს, რასაც რუსეთი უარყოფს.