აშშ-ში იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა პალესტინელთა მხარდამჭერი მსვლელობა გამართეს.
აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, უნივერსიტეტის მიერ ისრაელთან ფინანსური ტრანზაქციების გაუქმებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული სტუდენტებისა და ლექტორების გათავისუფლებას ითხოვენ.
მომიტინგეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით: „წიგნები და არა ბომბები“ და „შორს დადექი ომისგან“.