საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადების პროცესი

20 მაისი 2024, 14:01 394 ნახვა

იწყება სასწავლო პროექტი საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრების გადასამზადებლად. კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის პროცესის მხარდასაჭერად, ცესკო და სწავლების ცენტრი 2024 წლის 8 მაისიდან იწყებს საინფორმაციო-სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ განხორციელებას.

აღნიშნული ინიციატივა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ეხმიანება და საარჩევნო რეფორმის შესაბამისად მიზნად ისახავს საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური საკადრო რესურსის გადამზადებას. პროექტის განხორციელების არეალი მასშტაბურია, ჩატარდება 64-ვე მუნიციპალიტეტში.

საინფორმაციო-სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად 20 700-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი