კანზასის შტატს ტორნადოებმა გადაუარა

20 მაისი 2024, 08:34 299 ნახვა

ამერიკის კანზასის შტატს ტორნადოებმა გადაუარა. ძლიერმა შტორმებმა, წვიმამ და ქარმა   შტატში   ტორნადოები  და მტვრის  ქარიშხალი გამოიწვია. 

სოციალურ მედიაში თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოები ვრცელდება, რომლებზეც დაფიქსირებულია კანზასის შტატის ქალაქ  დიდ ბენდში. ქალაქის საცხოვრებელი უბნები  და  ცა ძლიერმა მტვრის ქარიშხალმა მოიცვა.  ეროვნული ამინდის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა შტორმმა კანზასში რამდენიმე ტორნადო გამოიწვია. სტიქიის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. 

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია  45 ათასი აბონენტი.  ადგილობრივი მედიის თანახმად, ძლიერი შტორმის შტატში სამშაბათამდე შენარჩუნდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში