სკოლებში დღეს მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. აჭარაში სკოლას 4087 მოსწავლე ასრულებს. დღეს, მოსწავლეები ერთმანეთს ტრადიციულად თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერებს უტოვებენ.
სკოლებში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის აქტივობა. ბოლო ზარის შემდეგ მე-12 კლასელების უმრვალესობას წინ ეროვნული გამოცდები ელოდება.
წელს გამოცდებზე 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.