საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული - მაკრონისა და შოლცის ერთობლივი განცხადება

19 მაისი 2024, 16:05 436 ნახვა

საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ, წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით.

ჩვენი ორივე ქვეყანა იყო საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი და აქტიურად უჭერდა მხარს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას, 2023 წლის დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ღრმა მწუხარებით აღვნიშნავთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, ე.წ. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებით.

საქართველოს ევროპული გზა გაწერილია – მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“,- აღნიშნულია მაკრონისა და შოლცის ერთობლივ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში