ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში ძლიერი ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, დაზიანებულია მაღალსართულიანი შენობები და 800 ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრის დიდი ნაწილი ელექტროგადამცემი ხაზებითა და მოგლეჯილი ხეებით იყო ჩახერგილი.
ამინდის ეროვნულმა სამსახურმა ასევე გამოსცა გაფრთხილება წყალდიდობის შესახებ ჰიუსტონის რაიონში, ქარიშხალთან დაკავშირებული ძლიერი წვიმის გამო.