საქართველოს ეროვნული პლატფორმა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტმა არ შეისმინა ქართული საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა, დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების რჩევა, გაეწვიათ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ძალადობის, დაშინების, სტიგმატიზაციისა და განსხვავებული აზრის დევნა დააკანონა.
ეროვნული პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს ბოლო დღეებში აქციებზე დაზარალებულებს.
ეროვნულმა პლატფორმამ საქართველოს პარლამენტთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი 2009 წელს გააფორმა. მასში 150-ზე მეტი ორგანიზაცია ერთიანდება და თანამშრომლობის მთავარი მიზანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერაა.