სამი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ძლიერი აფეთქების შედეგად. ორი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
ექვსსართულიანი სახლის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების მიზეზი უცნობია.
დუსელდორფის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე იყო მობილიზებული, შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.