ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია 17 მაისს მსვლელობას გამართავს

15 მაისი 2024, 18:14 383 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

მათივე განმარტებით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობას გამართავს. 

"17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია გამართავს მსვლელობას.

დღის 12 საათზე, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბება მრევლი. შეკრებილები მოაწყობენ მსვლელობას ზუბალაშვილის ქუჩიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გავლით და ბათუმის განმანთავისუფლებელ მეომართა საფლავთან (იუნკერთა საფლავი) სამღვდელოება გადაიხდის პარაკლისს.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ყველა მართლმორწმუნეს", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი