აქციის მონაწილეთა ნაწილმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლა. ამ დროისთვის, გმირთა მოედანზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია.
მომიტინგეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გმირთა მოედანზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, რომელიც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
პარალელურად, აქცია რუსთაველის გამზირზეც მიმდინარეობს.