გარე ძალები ერევიან საქართველოს საქმეებში - პესკოვი

14 მაისი 2024, 14:05 409 ნახვა

გარე ძალები ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი და აღნიშნავს, რომ  მოსკოვი ხედავს საქართველოს ხელისუფლების სურვილს აღკვეთოს მის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობები.

„ჩვენ, ერთი მხრივ, ვხედავთ საქართველოს ხელმძღვანელობის ძლიერ სურვილს, დააზღვიონ თავიანთი ქვეყანა საშინაო საქმეებში აშკარა ჩარევისგან, ფაქტობრივად, როგორც ამას აკეთებს მსოფლიოს ქვეყნების დიდი უმრავლესობა. გვესმის საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მუქარაც, თუ ისინი მიიღებენ ამა თუ იმ კანონს, აბა, რა არის ეს, თუ არა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა'' - ამბობს პესკოვი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში