დღევანდელ პლენარულ სხდომაზე  "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილება

14 მაისი 2024, 10:10 334 ნახვა

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი საპროტესტო აქციების ფონზე დღეს პარლამენტის სესიაზე მესამე მოსმენით განიხილება. განხილვა საკანონმდებლო ორგანოში 12 საათზეა ჩანიშნული. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონს ვეტოს დაადებს. დღეს პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება.  ოპოზიციის ნაწილი სესიაზე დასწრებასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას კიდევ ერთხელ აპირებს.

კანონპროექტის მესამე მოსმენა პარალემნტთან აქციის ფონზე გაიმართება. ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები 10 საათიდან პარლამენტთან შეიკრიბებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში