ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით ბოთლები ისროლეს. სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი მომიტინგე დააკავეს.
ადგილზე საპოლიციო ძალების მისამართით აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "მონებო," ისმის უცენზურო შეძახილებიც.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირზე გაათენეს ღამე.