აქციის მონაწილეები ამ დროისთვის 9 აპრილისა და ზუბალაშვილების ქუჩებზე იმყოფებიან

13 მაისი 2024, 06:50 509 ნახვა

აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დროისთვის რუსთაველის გამზირისა და 9 აპრილის ქუჩის კვეთასთან, ხოლო ნაწილი ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთასთან იმყოფება. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც.

სამართალდამცველები ნელი სვლით, ცოცხალი ჯაჭვით დაიძრნენ პარლამენტის უკანა შესასვლელის მხრიდან 9 აპრილის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა უკან დაიხიეს და 9 აპრილის ქუჩით რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდნენ.

ადგილზე მოხდა რამდენიმე ინციდენტიც. აქციის მონაწილეთა ნაწილი სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისროდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი სხვა მონაწილეებს მოუწოდებდა, არ ესროლათ სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთი.

აქციის მონაწილეები მათი მისამართით სკანდირებენ: „მონებო“, „მონებო“.

ამ დროისთვის პარლამენტის უკანა შესასვლელი თავისუფალია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი