საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩა და საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე გადაიყვანეს.
იქამდე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს 5 წუთი მისცეს ტერიტორიის დასატოვებლად.
ამ წუთებში ადგილზე ვითარება დაძაბულია. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სპეცრაზმელები, ადგილზე განლაგებულია ასევე წყლის ჭავლის მანქანა.
ფოტო: ჯენი კვანტალიანი