ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 13 მაისიდან უარს ამბობენ სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე და სრულად ერთვებიან საპროტესტო გამოსვლებში. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს ილიას უნივერსიტეტთან სტუდენტების ერთმა ჯგუფმა გააკეთა.
გაფიცვის შესახებ განცხადება გაავრცელა ALTE-ს უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამაც.
13 მაისიდან გაფიცვა დააანონსეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმაც.