ბაიდენს კალიფორნიაში პროტესტით შეხვდნენ

11 მაისი 2024, 09:52 391 ნახვა

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კალიფორნიის შტატის ქალაქ პალო ალტოში ვიზიტის დროს  ქუჩებში პალესტინისა და  ასევე ისრაელის მხარდამჭერები გამოვიდნენ. პროპალესტინელმა მომიტინგეებმა  პრეზიდენტისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს და მას 40 ათასზე  მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა დააკისრეს. 

ისრაელის მხარდამჭერებმა კი პირიქით მადლობა გადაუხადეს  ბაიდენს  ისრაელის მხარდაჭერისთვის და მოუწოდეს მას გაააქტიუროს ძალისხმევა ჰამასის ტყვეობაში მყოფების განთავისუფლების უზრუნველსაყოფად.

ეს დემონსტრაციები გაიმართა მასშტაბური  საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებიც ძირითადად უნივერსიტეტის კამპუსებში ეწყობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში