მოსკოვში პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა

09 მაისი 2024, 09:51 398 ნახვა

მოსკოვში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტმა  მოლაპარაკებები გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან. მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობა რთულ ფაზაშია, რადგან ფაშინიანი დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ეკონომიკური ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს  რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთს და ყირგიზეთს.

სამიტს დამკვირვებლის სტატუსით ესწრება კუბის პრეზიდენტი, რომელიც მოსკოვში  9 მაისს გამარჯვების დღის აღლუმზე ჩავიდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში