უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართული სპეცდანიშნულების რაზმი „შავი არწივი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დავით გოგაძე და ბესო ლომიძე ავდეევკის მიმართულებაზე თავდასხმისას დაიღუპნენ.
მანამდე, 6 მაისს იგივე ლოკაციაზე კიდევ ერთი ქართველი უკრაინაში სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არაოფიციალური ცნობებით, უკრაინაში დაღუპულია 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი.