აჭარის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები უწყვეტად იწმინდება - გზების დეპარტამენტი

03 მარტი 2025, 14:39 165 ნახვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები უწყვეტად იწმინდება.

მათივე ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების წმენდის სამუშაოები დასრულებულია, სამუშაოები სოფლების შიდა გზებზე მიმდინარეობს.

"შუახევის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების წმენდა გრძელდება დღვანისა და წყალსაყრის მიმართულებებით, ყველა სხვა ადმინისტრაციულ ცენტრთან საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

ქედაში თოვლის საფარისგან ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები იწმინდება.

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში უწვეტად მიმდინარეობს სოფლების შიდა გზების გაწმენდის სამუშაოები"- აცხადებენ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში