ბათუმში დიდთოვლობით მიყენებულ ზარალს ითვლიან

03 მარტი 2025, 18:15 164 ნახვა

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ზარალის დათვლა გრძელდება ბათუმში. ამ დროისთვის ალტერნატიულ საცხოვრებელში 37 ოჯახია გადაყვანილი , მერიაში კი კიდევ 100 დაზარალებული ოჯახის განცხადებაა შესული, რომლებსაც კომისია შეისწავლის.
დიდთოვლობამ ასევე დააზიანა რამდენიმე საწარმო, ამის გარდა ჩამოიშალა ძველ კორპუსზე მიშენებების ნაწილიც. რამდენიმე დღიანი უწყვეტი თოვის შედეგად მთავარ სირთულედ ტროტუარებზე გადაადგილება რჩება , რადგანაც გზებიდან აღებული თოვლის მასა კვლავ ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზეა.
რაც შეეხება გზებს , მერიის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია და ქუჩები გაწმენდილია. უწყების ინფორმაციით , გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა და გამტარუნარიანობის მონიტორინგი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში