სამხრეთ აფრიკაში შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

07 მაისი 2024, 13:30 467 ნახვა

ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაკარგულად მიიჩნევა  სამხრეთ აფრიკის ქალაქ ჯორჯში მრავალსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ  და ნანგრევებში გადარჩენილთა პოვნას ცდილობენ.

24 მშენებელი მუშა, რომლებიც  დაუმთავრებელი შენობის ადგილზე ჩამონგრევის დროს იმყოფებოდნენ, მაშველებმა გადაარჩინეს, ხოლო 51 მუშა  ჯერ კიდევ ნანგრევებში რჩება. ამის შესახებ  ქალაქ ჯორჯის მუნიციპალიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

ნანგრევებიდან ამოყვანილთა შორის ოთხი გარდაცვლილია. მომხდარის დეტალებს აზუსტებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი