საფლავთა კურთხევა

06 მაისი 2024, 12:58 410 ნახვა

დღეს ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათია – მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.

დილიდან ხალხმრავლობა იყო ფერიის სასაფლაოზეც, სადაც მოქალაქეები საფლავებზე შეღებილი კვერცხით, პასკებითა და სხვადასხვა სანოვაგით მივიდნენ, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ.

ამბობენ, რომ მსგავსი რიტუალი აღდგომის დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. 

დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა, ამის შემდეგ სასულიერო პირებმა საფლავებზე მსახურება ჩაატარეს.

აღდგომის მე-2 დღეს საფლავზე გასვლის ტრადიცია საქართველოში ათწლეულებია რაც დამკვიდრდა და მას საყოველთაო ხასიათი აქვს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი