მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ლადო აფხაზავას, გუშინ თავს დაესხნენ. მისი განცხადებით, შემთხვევა ლანჩხუთში, მის საცხოვრებელთან მოხდა. ამასთან, აღნიშნა, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ ჯოხები.
პედაგოგმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა.