რუსეთმა, ბოლო 24 საათში, ხარკოვის ოლქის 17 დასახლებული პუნქტის მისამართით გახსნა ცეცხლი - არიან დაღუპულები და დაშავებულები

05 მაისი 2024, 13:20 415 ნახვა

რუსეთმა, ბოლო 24 საათში, ხარკოვის ოლქის 17 დასახლებული პუნქტის მისამართით გახსნა ცეცხლი. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი სიანფორმაციო საშუალებები, ხარკოვის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, ოლეგ სინოგუბოვზე დაყრდნობით იტყობინებიან, რუსეთის იერიშების შედეგად, რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, მცირეწლოვანიც.

ოფიციალური ინფორმაციით, ღამით რუსეთმა უკრაინის ტერიტორიას 24 დრონით შეუტია, რომელთაგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 23-ის ჩამოგდება შეძლეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი