შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში დაპირისპირება გრძელდება, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება ამჯერად ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში მოხდა.
სამართალდამცავებმა რამდენიმე პრო-პალესტინელი დემონსტრანტი დააკავეს და აიღეს მათ მიერ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაშლილი კარვები.
აშშ-ის უნივერსიტეტებში აქციები ბოლო ორი კვირაა მიმდინარეობს. ახალგაზრდები ახლო აღმოსავლეთში ომს აპროტესტებენ.