პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა

02 მაისი 2024, 04:49 501 ნახვა

პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა. საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩის ასასვლელი გადაკეტეს. სავარაუდოდ ისინი ჭიჭინაძის ქუჩასაც გადაკეტავენ.

ვითარება ადგლზე, მას შემდეგ შეიცვალა, რაც აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, პარლამენტის შენობის შუშები ჩაამსხვრიეს და შენობის შესასვლელებთან ნაგვის ურნები განალაგეს.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა, სხვადასხვა, საგნით პარლამენტის მეორე შესასვლელის ჩახერგვა დაიწყო.

მანამდე, საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელი, ჩიტაძის ქუჩის მხარეს ამოქოლეს.

კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს აღნიშნული ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში