პარლამენტის შიდა ეზოდან, 9 აპრილის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეების მისამართით, რომლებიც ჭიშკარზე ასვლას ცდილობდნენ, წყლის ჭავლი და სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვეს.
ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
ამასთან, შსს-მ მოუწოდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები.