გამანადგურებელმა ტორნადომ ჩინეთში ხუთი ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულია 33. სტიქიამ დააზიანა 140-ზე მეტი ქარხნის შენობა და მიწასთან გაასწორა საბურავების საწყობი ჩინეთის გუანჯოუს პროვინციაში.
ტორნადოს თან ახლდა კოკისპირული წვიმა. სტიქიის შედეგად განადგურებულ რაიონში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.