დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება.
რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. შეკრებისთვის სამზადისი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მმართველი გუნდის განმარტებით, მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.
"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.