ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავება აჭარის მუნიციპალიტეტებში დასკვნით ეტაპზეა.
2024 წელს პროგრამის ფარგლებში სულ 2170 ჰა ფართობი დამუშავდება. დღეის მდგომარეობით უკვე დამუშავებულია 1607 ჰა მიწის ფართობი.
სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავების ბიუჯეტი შეადგენს მილიონ 284 000 ლარს.