მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
მთავრობის მეთაურს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოკერგული ატაგულიევი დახვდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძეს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ხვალ პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს.