მედიაცია ბიზნესისთვის - ბათუმი მესამე ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს. მონაწილეები მედიაციაზე მსჯელობენ, რაც ბიზნესებს შორის დავის გადაწყვეტის მექანიზმს მოიცავს.
როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს მედიაციის საშუალებით შესაძლებელია დავების კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება.
საუბარი იყო ასევე ბიზნესისთვის მედიაციის გამოყენების სამართლებრივ პერსპექტივასა და დავების მედიაციით გადაწყვეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე.