ომი უკრაინაში

22 აპრილი 2024, 20:37 482 ნახვა

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის უსაფრთხოების მხარდასაჭერად 95 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.ფაქტს, რა თქმა უნდა, მოჰყვა გამოხმაურება რუსეთის მხრიდან.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერა იწვევს სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს, რამაც შესაძლოა მსოფლიოს უდიდეს ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი დაპირისპირება გამოიწვიოს. პოლონეთის ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია საპასუხო ზომებს მიიღებს , - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.ვნახოთ რეპორტაჟი

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში