ვორონეჟის ქარხანაში ხანძარმა 3 ადამიანი იმსხვერპლა

22 აპრილი 2024, 13:09 390 ნახვა

რუსეთის ქალაქ  ვორონეჟში, მანქანათმშენებელ ქარხანაში  ხანძარი გაჩნდა.   დაღუპულია  სამი და  დაშავებულია ორი  ადამიანი. დაღუპულები  მაშველებმა ნანგრევების ქვეშ  იპოვეს.

ხანძარი, რომელმაც   500 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა, უკვე ლოკალიზებულია. დამწვარი საამქროდან გამოტანილია პროპანის  ოთხი და  ჟანგბადის ერთი ბალონი. იყო აფეთქების საფრთხე.

უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 220 კილომეტრის მოშორებით   მდებარე ქარხანაში გაჩენილი ხანძრის მიზეზი უცნობია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში