ჩაქვში მოქალაქემ წითელ ნუსხაში დაცული მურა დათვის ბელი იპოვა

19 აპრილი 2024, 21:21 581 ნახვა

საქართველოს წითელ ნუსხაში დაცული მურა დათვის ბელი იპოვა მოქალაქემ დაბა ჩაქვში.

დავით დავითაძემ, რომელიც აჭარის ქუჩაზე ცხოვრობს თავისივე საკარმიდამო ეზოში შესული დათვის ბელი შენიშნა, რომელიც ტყიდან გამოვიდა და სახლის ეზოში შეიჭრა. მოქალაქემ 112 და სოფლის წარმომადგენელს შეატყობინა. შეტყობინების შედეგად, ადგილზე გარემოს დაცვის წარმომადგენლები გამოცხადდნენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ დასახლებაში, რომელიც მტირალას ერონვულ ნაკრძალ ესაზღვრება ხშირია დათვების გამოჩენის შემთხვევები.

შემთხვევაზე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების უფროსი ნატო დავითაძე ამბობს, რომ: "მოქალაქის მიერ ნაპოვნი დათვის ბელი, რომელიც დაბა ჩაქვში ოპოვეს დაახლოებით ერთი თვის იქნება, რომელიც საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობაა. ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე გამოცხადდა სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები, რომლებმაც დათვის ბელი შეამოწმეს. მას რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მისი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება შესაძლებელია დამღუპველი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისთვის ის გადაყვანილ იქნას ბათუმის ზოოპარკში. მცირე ასაკის გამო მისი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება საფრთხის შემცველია"

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში